შინაარსზე გადასვლა

როსტოვის ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის ზოოპარკი
გახსნის თარიღი 1927
მდებარეობა დონის როსტოვი
ტერიტორიის ფართობი 98.2 ჰა
ცხოველების რაოდენობა 5 000
სახეობების რაოდენობა 400
სტუმრების წლიური რაოდენობა 185 555 (2015)

როსტოვის ზოოპარკი (რუს. Ростовский зоопарк) — ერთ-ერთი უდიდესი ზოოპარკი რუსეთში. მდებარეობს დონის როსტოვში.

როსტოვის ზოოპარკი არის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციის პროგრამის წევრი, ასევე ISIS-ის — განსაკუთრებული ცხოველების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის წევრი. ზოოპარკის განსაკუთრებული ზონაა პარკის ტერიტორია, რომელიც პოპულარულია ქალაქის მოსახლეობას შორის და აქტიურად გამოიყენებენ დასვენებისათვის.

Ammotragus lervia როსტოვის ზოოპარკში 2010 წელს

ზოოპარკი დაარსდა 1927 წლის ივნისში სემიონ ბუდიონის სახელობის სკოლის ცოცხალი კუთხის ბაზაზე. მის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანეს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა (ამჟამად დონის როსტოვის სკოლა № 43, ბუდიონოვსკის პროსპექტი, 64).

1927 წლის 26 ივნისს სკოლის ტერიტორიაზე გაიხსნა ზოოლოგიური ბაღი მასობრივი დათვალიერებისათვის. 1929 წელს სკოლის კოლექცია გადაიტანეს ქალაქის გარეუბანში სადაც გამოუყვეს გარკვეული ტერიტორია. ზოოპარკის პირველი დირექტორი გახდა ვლადიმირ კეგელი - სკოლის მასწავლებელი და ბუნების წრის დამაარსებელი.

1930 წელს ზოოპარკში შეიყვანეს ეგზოტიკური ცხოველები: სპილო, ლომი, ვეფხვი, პუმა, ლეოპარდი, ნიანგი, ზღვის ლომი, პითონი, მაიმუნები, თუთიყუშები, ლამები, სირაქლემა. ისინი ჩამოართვეს კერძო ზოოპარკის მფლობელს ანატოლი ფილატოვს საგადასახადო დავალიანების გამო.

1935 წელს ზოოპარკმა მიიღო სირაქლემა ემუს ბარტყი. 2009 წლის 5 სექტემბერს როსტოვის ზოოპარკმა მიიღო 4 სპილო ბერლინის ზოოპარკიდან. 20 წლის მანძილზე ზოოპარკში არ ჰყოლიათ სპილო. სწორედ ამიტომ იგი გადაცვალეს თეთრ დათვში[1], მაგრამ ეს ისტორია აქ არ დასრულებულა. 2010 წელს ზოოპარკში მოულოდნელად დაიბადა დედალი სპლიყვი, როგორც ჩანს გადმოცემის მომენტში დედა სპილო უკვე მაკედ იყო[2].

ზოოპარკი ერთ-ერთი უდიდესია რუსეთის ტერიტორიაზე, იგი მოიცავს 5 000 ცხოველს, 400 სახეობას, რომელთაგანაც 105 შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში, 33 - რუსეთის წითელ წიგნში, ხოლო 132 გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაში.

ზოოპარკში ასევე არის აკვარიუმის სექცია სადაც ცხოვრობს თევზების მრავალი სახეობა დაწყებული დონის თევზებიდან დასრულებული სამხრეთ ამერიკის იშვიათი თევზებით. ტერარიუმში არის ნიანგი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან, კუები, გველები შუა აზიიდან, აფრიკიდან, ამერიკიდან და ასევე სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეწარმავლები.

  • Мирошникова К. К. У истоков Ростовского зоопарка. Ростов н/Д : РГПУ, 1993. 76 с.;
  • Мирошникова К. К. Страницы истории Ростовского-на-Дону зоопарка // Роль зоопарков в сохранении редких животных и экологическом просвещении : материалы науч.-практ. конф., посвящ. 75‑летию Рост. зоопарка. Ростов н/Д, 2003. С. 3–10;
  • Браиловская Л. Как школьный кружок разросся до 90 га // Мой Ростов. 2014. 29 апр. С. 5;
  • Медведева Ю. В годы военного лихолетья // Мне интересно. 2010. № 3–4. С. 14–15;
  • Кегель В. В. Ростовский краевой зоологический сад // Краеведение на Северном Кавказе. 1928. № 3–4. С. 83–84.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Юлия Насулина. Ростовский зоопарк поменял белого медвежонка на трех слонов. РИА Новости. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
  2. Вероника Богма. Ростовскому зоопарку достался "лишний" слонёнок. Государственный интернет-канал "Россия". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010-01-07.